დასახელება:
ლოჯისტიკის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
დეკოლაინი
|
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
|
სამშენებლო-სარემონტო კომპანია "დეკოლაინი" 2016 წელს დაარსდა და ამ მიმართულებით მალევე იქცა სექტორის ლიდერად. კომპანია მუდმივად ორიენტირებულია ზრდაზე, განვითარებაზე და აქვს ამბიცია იკავებდეს ყველაზე დახვეწილი, ორგანიზებული, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის პოზიციას. დეკოლაინის ძირითადი საქმიანობა ინდივიდუალური სახლების, სხვადასხვა კომპანიის საოფისე თუ საწარმოო ფართების, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და რემონტია.
კომპანია "დეკოლაინი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც შემოუერთდება ჩვენს მეგობრულ გუნდს.
მოვალეობები:
** შესყიდვების სტრატეგიის ფორმირება;
** შესყიდვების ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა; შესყიდვების დაგეგმარება;
** ბაზრის (მათ შორის საერთაშორისო ბაზრის) კვლევა, ფასების კონტროლი;
** ჰოლდინგის შემავალი კომპანიების შესყიდვების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება ყველაზე ხელსაყრელი პირობების მოძიების მიზნით;
** საერთაშორისო შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება. საერთაშორისო შესყიდვის ციკლის, გადაზიდვისა და განბაჟების სრული კონტროლი;
** სტრატეგიული, მსხვილი მომწოდებლების მოძიება, დივერსიფიკაცია;
** სტრატეგიულ, მსხვილ მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** არსებული და პოტენციური მომწოდებლების ბაზების წარმოება და მუდმივი განახლება;
** საწყობისა და მარაგების მართვის სტრატეგიის შემუშავება;
** მარაგების პერიოდული ინვენტარიზაციის კონტროლი;
** შესყიდვებისა და მარაგების მართვისთვის ინოვაციური სისტემების მოძიება და დანერგვის უზრუნველყოფა;
** სტრატეგიული, მსხვილი მომწოდებლებისგან საჭირო დოკუმენტაციის მოძიება (ხარისხის სერთიფიკატი, წარმოშობის სერთიფიკატი, ლიცენზია და ა.შ.); შესყიდვების ზედამხედველობა;
** საჭიროების შემთხევაში პოტენციური მომწოდებლების ადგილზე მონახულება და ვიზიტი შემდგომი შესყიდვის მიზნით;
** ჰოლდინგის ჯგუფში შემავალი კომპანიების დღიური მომარაგების ზედამხედველობა;
** სასაწყობე მარაგებისა და ნაშთების ზედამხედველობა;
** წინასწარ დადგენილი პერიოდულობით რეპორტინგის წარმოება;
** წინასწარ დადგენილი წესით რეპორტინგის წარმოება ჰოლდინგის დირექტორთან ან დირექტორთა საბჭოსთან;
** კომპანიის ლოჯისტიკური საქმიანობის გამართულად, სტანდარტებისა და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;
** ტრანსპორტირების ციკლის დაგეგმვა, განხორციელება და მასთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი;
** სატრანსპორტო და დამკვეთ კომპანიებთან პროცესის კოორდინირება;
** ტრანსპორტის ადგილმდებარეობის მონიტორინგი;
** მოულოდნელი ლოჯისტიკური პრობლემების სწრაფი და ეფექტური აღმოფხვრა.
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე მოცემულ მეილზე cv@decoline.ge
|
|
|
|