Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=661043&print=yes&view=jobs
 
პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: დეკოლაინი
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
სამშენებლო-სარემონტო კომპანია "დეკოლაინი" 2016 წელს დაარსდა და ამ მიმართულებით მალევე იქცა სექტორის ლიდერად. კომპანია მუდმივად ორიენტირებულია ზრდაზე, განვითარებაზე და აქვს ამბიცია იკავებდეს ყველაზე დახვეწილი, ორგანიზებული, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის პოზიციას. დეკოლაინის ძირითადი საქმიანობა ინდივიდუალური სახლების, სხვადასხვა კომპანიის საოფისე თუ საწარმოო ფართების, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და რემონტია.

კომპანია "დეკოლაინი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც შემოუერთდება ჩვენს მეგობრუნ გუნდს.

ლოკაცია: თბილისი, ვაჟა ფშაველა, დავით თავხელიძის 1ა

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის ყველა ასპექტის მართვა და პროექტის ზედამხედველობა
** პროექტის ბიუჯეტის, დროის დაგეგმვა და მართვა
** პროექტის ფარგლებში არსებული დაქვემდებარებულების მართვა და დავალებების მიცემა
** პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა.
** პროექტის ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვა და კონტროლი.
** სარემონტო სამუშაოების დაგეგმვის და შესრულების კონტროლი .
** პროექტზე სამუშაო გუნდის ზედამხედველობა, მართვა, კონტროლი.
** პროექტში დაინტერესებულ პირებთან, მათ შორის დამკვეთთან, ქვე-კონტტრაქტორებთან და ა.შ. ურთიერთობების დამყარება, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, რეგულარულ შეხვედრებზე დასწრება და პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
** მასალების ფასის შეთანხმება და ხარჯთ-ეფექტური დანაწილების მიღება პროექტის ბიუჯეტთან შესაბისობაში .
** დამკვეთის მიერ მიწოდებული საინჟინრო დოკუმენტების მართვა, მონიტორინგი და ცვლილებების მართვა.
** ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა.
** პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირება და მშენებლობის დირექტორთან საკითხის დაყენება, საჭირო რეაგირების წინადადებების შეთავაზება და მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით მოქმედება.
** პროექტის მართვის პროცესის განუხრელად დაცვა.

ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:

გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; სამუშაო საათები: 10:00 - 18:00, ერთი საათი შესვენება; ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით
წელიწადში 6 ანაზღაურებადი Day Off.

კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას.

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე მოცემულ მეილზე cv@decoline.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია