Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: MKL Shipping
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
ავტომობილების იმპორტიორი კომპანიანი "MKL Shipping" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

უფლება-მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება და კონტროლი;
** საბანკო ოპერაციების წარმოება;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება/გაგზავნა და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება ზუსტად და დროულად;
** საგადასახადო, შიდა და გარე აუდიტთან თანამშრომლობა, რისკების მინიმიზაციისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად;
** საბუღალტრო გატარებების დროული და ზუსტი აღრიცხვა თვის განმავლობაში (ბანკები, ფაქტურები, ხელფასები და სხვა საბუღალტრო ოპერაციები)
** კომპანიის მენეჯმენტისთვის ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საგადასახადო კანონმდებლობის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office)
** ბუღალტრული პროგრამა (ORIS)

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, იაკობ ნიკოლაძის ქ. N3ა
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ.
ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@mklshipping.ge და გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება (მთავარი ბუღალტერი) წერილის სათაურად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე