Робота для біженців з України
შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ნიუპრინტი
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
სარეკლამო კომპანია შპს "ნიუპრინტი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფრიკა, აბელ ენუქიძის #5
სამუშაო საათები: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომარაგება - მარაგებისთვის და შემოსული შეკვეთის მიხედვით საჭირო მასალების შეძენა;
** შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა წარმოებამდე
(ესეთის არსებობის შემთხვევაში ტრანსპორტირებისთვის დაქირავებული ტრანსპორტის შესახებ, ოფის მენეჯერთან ინფორმაციის დროული მიწოდება მეილის საშუალებით);
** ფასების ბაზრის კვლევა, შესყიდული პროდუქციის ხარისხის კონტროლი და უზრუნველყოფა;
** პარტნიორი კომპანიების, მასალების მომწოდებლების მოძიება, პირობების გავლა და თანამშრომლობისთვის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება;
** ბუღალტერიისთვის საჭირო დოკუმენტაციის დროული მიწოდება;
** შესყიდული პროდუქციის და მასალების ზედნადებების, მიღება- ჩაბარების დროული ორგანიზება;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საკუთარი ავტომობილის ფლობა;

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობიანი;
** ორგანიზებული;
** შრომისმოყვარე;

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** 50 %- იანი თანადაფინანსება კვებაზე;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 71 76 45 ან ელ ფოსტაზე: vacancy@phfavorite.ge

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს [ნიუპრინტ] -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში თუ გსურთ, თქვენი კანდიდატურა განვიხილოთ სხვა ვაკანტურ პოზიციაზე ან/და თქვენი რეზიუმე იმავე ან მსგავსი ვაკანტური პოზიციისთვის განიხილოს სხვა დამსაქმებელმა, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@phfavorite.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე