Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=660972&print=yes&view=jobs
 
ტრენინგი-სამშენებლო პროექტის მართვა/სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრენინგი-სამშენებლო პროექტის მართვა/სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა
მომწოდებელი: VIP Intellect Group
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
"VIP Intellect Group" გთავაზობთ ტრენინგ კურსებს სამშენებლო პროექტის მართვა და სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის კურსი .

1) სამშენებლო პროექტის მართვა

ვისთვის არის აღნიშნული პროგრამა:

პროგრამის მიზანია კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიონალური უნარების შესწავლა, მათთვის ვისაც სურს ცოდნის შეძენა უძრავ ქონების მენეჯმენტში განვითარების კუთხით. ასევე ვისაც მენეჯერული უნარები გააჩნია და უნდა დაეუფლოს სამშენებლო ბაზარზე უძრავი ქონების ტექნიკური მართვის პროექტების სპეციფიკაციებს, ტექნოლოგიებს, მართვის უნარებს და მართოს სხვადასხვა სამშენებლო პროექტები დროში, სივრცეში და საბაზრო მოთხოვნების შესაბამისად.

ტრენინგის თემატიკა:

მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი, რას შეიცავს, როდის გვჭირდება.
სამშენებლო გრაფიკი. 4სთ
პროექტის რეალიზაციის ვადის განსაზღვრა.
არქიტექტურული კონცეფცია.
სამშენებლო ობიექტის ნულოვანი სამუშაოები.
არსებული პროექტების (პატარა და დიდი) შედგენილი სამუშაო გრაფიკის გავლა.
ქვაბულის ექსკავაცია, ხიმინჯების მოწყობა. 2სთ
მოსამზადებელი ფენის და ჰიდროიზოლაციის სამუშაოები. 2სთ
მონოლითური სამუშაოები. 6სთ
ბლოკის სამუშაოები. 2სთ
ხარისხის კონტროლი. 2სთ
სველი პროცესები. 2სთ
პრაქტიკაში არსებული შეცდომების განხილვა.
მენეჯმენტი და მშენებლობის თვითღირებულება.

კურსდამთავრებულის უპირატესობანი:

სამშენებლო ობიექტები, კერძოდ მშენებლობა, მისი ადმინისტრაციული მხარე, მშენებლობის ტექნოლოგიური მხარე, მშენებლობის ფინანსური მხარე - მენეჯმენტის რგოლის არეალში, ასევე შეძლებენ სამშენებლო პროექტების დაგეგმვას და შედეგების ანალიზების განხორციელებას. მომავალი პროექტების თეორიულ და პრაქტიკულ შეფასებას წინასწარ. სამშენებლო ბიზნეს პროექტების შექმნას.

სრული პროგრამის ხანგრძლივობა: 12 ლექცია
კვირაში ჩატარდება 2/2 საათიანი ლექცია
ღირებულება: 800 ლარი
აქედან 2 ლექცია ჩატარდება გასვლითი პრაქტიკული სახის - საწარმოო ობიექტზე.

კურსის ბოლოს ჩატარდება დასკვნითი ტესტირება და გაიცემა სერტიფიკატი!
საუკეთესო კურსდამთავრებულებს გავუწევთ რეკომენდაციებს და მოთხოვნის შესაბამისად ხელს შევუწყოთ დასაქმებაში!

კურსს უძღვებიან: შოთა კოხრეიძე - პრაქტიკოსი ტრენერი, მშენებელი 19 წლიანი გამოცდილებით.

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: გაითვალისწინეთ, ხორციელდება კორპორაციული ტრენინგის ჩატარება, სპეციალურად თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეიქმნება სპეციალიზებული პროგრამა!

2) სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის კურსი

ვიაიპ ინტელექტ კრუპი გთავაზობთ სამშენებლო ბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტრენინგს სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა

პროგრამის მიზანი: პროფესიონალური უნარების შესწავლა, მათთვის ვისაც სურს ცოდნის შეძენა სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის მიმართულებით.
დაინტერესებული პირი უნდა ფლობდეს: ექსელის და AUTOCAD ან ARCHICAD პროგრამების საბაზო დონეს, შეეძლოს ელემენტარული მათემატიკური აზროვნება (ჩვენს ცენტრში აღნიშნული კომპიუტერული პროგრამების საფუძვლიანად შესწავლა შეგიძლიათ).

ტრენინგის თემატიკა:

** მშენებლობის პროცესების და ეტაპების განხილვა;
** AUTOCAD და ARCHICAD პროგრამებიდან მონაცემების მოცულობების გამოთვლა;
** სამუშაოს მოცულობების დათვლა სამშენებლო ნახაზების საფუძველზე;
** სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის შედგენა სამშენებლო ნორმებისა და წესების გათვალისწინებით;
** შესრულებული სამუშაოს ფორმა 2 ის შედგენა ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე.

სრული პროგრამის ხანგრძლივობა: 16 ლექცია
კვირაში ჩატარდება 2/2 საათიანი ლექცია

ღირებულება: 1250 ლარი
თანხის გადახდა ნაწილდება 2 თვეზე - თვეში 625 ლარი
კურსის ბოლოს ჩატარდება დასკვნითი ტესტირება და გაიცემა სერტიფიკატი!

საუკეთესო კურსდამთავრებულებს გავუწევთ რეკომენდაციებს და მოთხოვნის შესაბამისად ხელს შევუწყოთ დასაქმებაში!
კურსს უძღვება: გიორგი ბუკია - პრაქტიკოსი ტრენერი, რომელსაც გააჩნია სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში:

გაითვალისწინეთ, ხორციელდება კორპორაციული ტრენინგის ჩატარება, სპეციალურად თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეიქმნება სპეციალიზებული პროგრამა!

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: vipintellect.ge/ge/register

მის: წერეთლის 87ზ, 1 სართ;
ტელ: 593618212; 551196110;
https://vipintellect.ge/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია