Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=660942&print=yes&view=jobs
 
რესეფშენი/ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რესეფშენი/ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო ოლდ ვოლ
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
სასტუმრო "ოლდ ვოლ" აცხადებს ვაკანსიას რესეფშენის/ადმინისტრატორის პოზიციაზე.

გრაფიკი:

** სამუშაო გრაფიკი (ხელსაყრელია სტუდენტებისათვის)
** სამუშაო გრაფიკი: 24-საათიანი სმენა ყოველ მეოთხე დღეს (შესაძლებელია 12-საათიანი მცოცავი გრაფიკიც)

ანაზღაურება:

** 24-საათიანი სმენა 100 ლარი (ხელზე ასაღები);
** 12-საათიანი 50 ლარი (ხელზე ასაღები)

ადგილმდებარეობა: თბილისი, ორთაჭალა

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების მიღება-განთავსება;
** სტუმრის პრობლემებზე სწრაფი რეაგირება;
** სასტუმროს პროგრამასთან მუშაობა;
** სასტუმროს საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის გაცვლა;
** მენეჯმენტის დავალებების შესრულება;
** სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა (სხვა ენა ჩაითვლება უპირატესად);
** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი.

პიროვნული მახასიათებლები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი

გთავაზობთ:

** განვითარებას და კარიერულ წინსვლას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: hr@pab.ge. Subject-ის ველში აუცილებელია, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

მითითებულ ელფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა.

მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებზე. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ამავე ელ. ფოსტაზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია