დასახელება:
ტურ მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Top Tour Georgia
|
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
|
ტურისტული კომპანია "Top Tour Georgia" აცხადებს ვაკანსიას ტურ მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** ტურ პაკეტების შედგენა;
** ტურ პაკეტების გაყიდვა;
** გაყიდული ტურების სატრანსპორტო საშუალებების და გიდების რეზერვაცია;
** გაყიდული ტურების აქტივობების რეზერვაცია;
** გაყიდული ტურების რესტორნების რეზერვაცია;
** ინვოისების, დაზღვევების, ტურის ვაუჩერების და გადახდების წარმოება;
** რეზერვაციების ბაზის ყოველდღიური შემოწმება-განახლება;
** აეროპორტის ტრანსფერების (დახვედრა-გაცილებების) ყოველდღიური გადამოწმება-ინფორმირება-ორგანიზება;
** გიდების, მძღოლების მონაცემების შეგროვება, კონტრაქტების გაფორმება და სისტემაში შეყვანა-განახლება-რეგისტრირება;
** ვიზიტორების, მძღოლების და გიდებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება ტურის დეტალების, მსვლელობის და შესაძლო ცვლილებების შესახებ;
** სტუმრის მხრიდან გადახდების უზრუნველყოფა;
** მიმდინარე ტურებზე თვალყურის დევნება და ჩატებზე პასუხი;
** არსებულ ჯავშნებზე და სავარაუდო შეკვეთებზე თვალყურის დევნება და სტატუსის განახლება;
** ნებისმიერი სხვა მოვალეობის შესრულება, რომელიც შეიძლება მოითხოვოს გენერალურმა ან ოპერაციულმა მენეჯერმა;
** დაიცვას ორგანიზაციის ღირებულება კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად);
** MS Office-ის ცოდნა აუცილებელია.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე სრული განაკვეთი
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ. ფოსტაზე: contact@toptourgeorgia.com და nino@toptourgeorgia.com
|
|
|
|