Робота для біженців з України
ბარმენი - სოფელი მუხრანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარმენი
მომწოდებელი: შატო მუხრანი
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
სს. "შატო მუხრანი" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: მცხეთა, სოფ. მუხრანი
გრაფიკი: სრული, 5 სამუშაო დღე კვირაში, 40-საათიანი გრაფიკი

პოზიციის ძირითადი გამოწვევა:

ბარის მენიუში არსებული სასმელების დამზადება, ჩამოწერების წარმოება, მოცემული აღჭურვილობის მოვლა პატრონობა, კალკულაციების შედგენა, მარაგების კონტროლი, სტუმართან კომუნიკაცია.

ძირითადი მოვალეობები:

** ბარის ორგანიზებულად ოპერირება
** ბარისთვის საჭირო მარაგების მომზადება
** სალაროს მართვა
** სტუმრების კმაყოფილებაზე ზრუნვა
** ყავის და ჩაის მომზადება დროულად და ხარისხიანად
** კოქტეილების წარმოება
** ყოველდღიური ბარის აღწერის წარმოება

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ბარმენის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
** ქართული, ინგლისური ენების ცოდნა
** კომუნიკაბელურობა
** დეტალებზე ორიენტირების უნარი
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება

რას გთავაზობთ "შატო მუხრანი"?

** ღვინის შესახებ ტრეინინგებს
** ტრანსპორტირებას
** უფასო კვებას
** სამედიცინო დაზღვევას
** ყოველწლიურ ბონუსებს

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე recruitment@mukhrani.com არაუგვიანეს 2025 წლის 20 სექტემბრისა. გთხოვთ, საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: (ბარმენი).

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე