Робота для біженців з України
გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: Smart Academy
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
"სმარტ აკადემია" 2018 წელს დაარსდა და მას შემდეგ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ახალი პროფესიის დაუფლების მსურველებს ხარისხიანი განათლება მივაწოდოთ. დღეს ჩვენთან ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი სასწავლო კურსი ტარდება 5 სხვადასხვა მიმართულებით: დიზაინი, მარკეტინგი, ინფორმაციული ტექნოლოგიები და ბავშვებისთვის.

ჩვენს მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ვეძებთ ახალ წევრს გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-19:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ზედაზნის ქუჩა #2.

რა იქნება შენი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** კომპანიის პროდუქტების საფუძვლიანად შესწავლა;
** გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება გუნდთან ერთად;
** პოტენციური სტუდენტების ბაზების შექმნა/განახლება და მათთან კომუნიკაცია;
** არსებული სტუდენტების საჭიროებების კვლევა, მათთვის შეთავაზებების მომზადება;
** კომპანიის გაყიდვების არხებზე მუშაობა და ქსელის გაფართოება;
** ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** რეპორტინგის წარმოება

კარგი იქნება რომ გქონდეს:

** ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან სხვა მომიჯნავე დარგში;
** CRM-ში მუშაობის გამოცდილება

მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენი გუნდის ახალ წევრს:

** ექნება მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა ან/და მომხმარებლებთან ურთიერთობის მიმართულებით;
** შეეძლება ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
** ეცოდინება საოფისე კომპიუტერული პროგრამები

რას გთავაზობთ ჩვენ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** საბონუსე სისტემას ინდივიდუალური და კორპორატიული მიზნებიდან გამომდინარე;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
** უწყვეტი განვითარების შესაძლებლობას, რაც გულისხმობს 50%-100%-მდე დაფინანსებას "სმარტ აკადემიის" ნებისმიერ კურსზე;
** 1 Day-off და 2 Remote სამუშაო დღე თვეში

რეზიუმე გამოგვიგზავნე აქ: talents@smartacademy.ge

სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება.

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასა და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპს და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, კანდიდატები ემხრობიან ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "სმარტ გრუფის" მიერ, რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადისა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე