Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=660930&print=yes&view=jobs
 
მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ფავორიტი სტილი
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
შპს "ფავორიტი სტილი "- ყველაზე მსხვილი პოლიგრაფიული საწარმოა ამიერკავკასიაში. კომპანია მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. "ფავორიტი სტილის" მრავალფეროვანი მომსახურების არეალი ხელს უწყობს მეტი სამუშაო ადგილის შექმნას და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას.

"ფავორიტი სტილის" პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნაა. კორპორატიული კულტურის განვითარებით იწყება წარმატების ისტორია.

შემოგვიერთდი და ერთად შევქმნათ წარმატების ისტორია!

კომპანია "ფავორიტი სტილი" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი

ჩვენ გთავაზობთ: პროფესიულ ზრდას, მეგობრულ სამუშაო გარემოს და მხარდაჭერას განვითარების ყველა ეტაპზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აბელ ენუქიძის #5
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნა: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური
** დეტალებზე ორიენტირებული
** პუნქტუალური
** შრომისმოყვარე

ფუნქცია-მოვალეობები:

** მონიტორინგის სამსახურში შემავალი პერსონალის კონტროლი;
** კომპანიის ტერიტორიაზე შემომსვლელთა და გამსვლელთა მონიტორინგის კონტროლი;
** კომპანიის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების დაცვის უზრუნველყოფა;
** კამერების საშუალებით სრული პერიმეტრის კონტროლი;
** წასვლა-მოსვლის ბარათების სწორად გამოყენების მონიტორინგი;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
** კომპანიის ქონების გაფრთხილება.

დამატებითი ბენეფიტები:

** განვითარების შესაძლებლობა;
** 50%-იანი თანადაფინანსება კვებაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** FitPass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 71 76 45 ან ელფოსტაზე: vacancy@phfavorite.ge

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@phfavorite.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "1C პროგრამის ოპერატორი"

შპს "ფავორიტი სტილი" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს [ფავორიტი სტილ] -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, თქვენი კანდიდატურა განვიხილოთ სხვა ვაკანტურ პოზიციაზე ან/და თქვენი რეზიუმე იმავე ან მსგავსი ვაკანტური პოზიციისთვის განიხილოს სხვა დამსაქმებელმა, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@phfavorite.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია