Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: გუმბათი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
კომპანია "გუმბათი ჰოლდინგი" დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ახორციელებს მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას ქ. თბილისში ყიფშიძის ქუჩაზე.

ვეძებთ ენერგიულ და შრომისმოყვარე თანამშრომელს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ჩვენ გუნდში

ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 საათამდე (ორშაბათი-პარასკევი), 10:00-14:00 საათამდე (შაბათი)
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ვაკე, ფალიაშვილის ქუჩა.

ფუნქცია-მოვალეობები და უნარ-ჩვეები:

** კლიენტთა ბაზასთან მუშაობა და სწორი სეგმენტაცია;
** შეხვედრების დაგეგმვა და პრეზენტაციის წარდგენა;
** მომხმარებლებთან ინდივიდუალური მიდგომა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** მომხმარებლების ზარების/შეტყობინებების მიღება და მათთან სწორი კომუნიკაცია;
** მომხმარებლებთან წერილობითი კომუნიკაცია;
** საკუთარი მონაცემთა ბაზის წარმოება და follow up მართვა;
** ობიექტზე ვიზიტის ორგანიზება საჭიროებიდან გამომდინარე;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პრეზენტაბელურობა და მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე და მოტივირებული;
** უძრავი ქონების მიმართულებით გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა (რუსული ენა სასურველია);
** საოფისე პროგრამების ფლობა;
** უმაღლესი განათლება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად გადმოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@gumbatiholding.ge Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე