Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: GI Rimon
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
კლინიკა "GI Rimon" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანსიის ადგილი: ბათუმი
განაკვეთი: სრული
ხელფასი: შეთანხმებით

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და ორგანიზებულ ოფისის მენეჯერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს მზრუნველ და პროფესიონალ გუნდს. კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება ყოველდღიური ადმინისტრაციული საქმიანობის გამართულად წარმართვაზე, პაციენტებთან კომუნიკაციასა და სასიამოვნო სამუშაო გარემოს შექმნაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისის ყოველდღიური საქმიანობის მართვა - დოკუმენტაციის შექმნა, კორესპონდენცია;
** კლინიკის ხელმძღვანელების შეხვედრების, განრიგისა და მივლინებების ორგანიზება
** ადმინისტრაციული პერსონალის ზედამხედველობაში ადმინისტრაციული დირექტორის მხარდაჭერა
** შრომის უსაფრთხოების, ხარისხის მართვის პოლიტიკის მართვა
** უცხოელ პაციენტებთან კომუნიკაცია, მათი დაბინავების და ვიზიტების ორგანიზება
** კონფიდენციალური დოკუმენტებისა და ფაილების მართვა

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობიანობა
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული
** ივრითის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

"GI Rimon" გახლავთ საქართველო-ისრაელის სამედიცინო ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს მრავალფეროვან სამედიცინო მომსახურებას.

დეტალებისთვის შეგიძლიათ, ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.girimonmed.com

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი მონაცემები გამოაგზავნეთ შემდეგ ელმისამართზე: natia.sirabidze@girimonmed.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე