Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=660887&print=yes&view=jobs
 
საიზოლაციო სამუშაოების მემონტაჟე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საიზოლაციო სამუშაოების მემონტაჟე
მომწოდებელი: ბაუსერვისი
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
შპს "ბაუსერვისი" სამშენებლო სფეროში აცხადებს ვაკანსიას საიზოლაციო სამუშაოების მემონტაჟეს პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის N142
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი
ანაზღაურება: ფიქსირებული (მზარდი)

ძირითადი მოვალეობები: სამშენებლო პროექტებზე, საიზოლაციო მასალების სამონტაჟო სამუშაოების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** განიხილება გამოცდილების გარეშეც (საქმის ადგილზე შესწავლით);
** წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობიანი
** დისციპლინირებული
** ენერგიული
** შრომისმოყვარე
** პუნქტუალური

ჩვენთან გელოდებათ:

** ფიქსირებული ანაზღაურება;
** სტაჟის დანამატი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** მეგობრული და უსაფრთხო სამუშაო გარემო;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მეილზე HR@bs.ge და "subject" ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: საიზოლაციო სამუშაოების მემონტაჟე

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 2 წლის განმავლობაში.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრება შპს "ბაუსერვისი" (ს/კ: 404559205), რომელიც, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, განახორციელებს მონაცემთა დამუშავებას კომპანიის სახელით, კომპანიის სასარგებლოდ და კომპანიის მიერ გაცემული ინსტრუქციების/მითითებების შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია