დასახელება:
დეველოპერული გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Sakura Properties
|
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
|
"Sakura Properties", პრემიუმ უძრავი ქონების საბროკერო კომპანია თბილისში, ეძებს გაყიდვების მენეჯერს დეველოპერული გაყიდვების მიმართულებაში.
ეს არ არის მხოლოდ გაყიდვების პოზიცია — ეს არის მნიშვნელოვანი როლი, რომლის მთავარი მიზანიც არის ადამიანების დახმარების სურვილი ცხოვრების პირველი ბინის შეძენაში.
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიური ზარების განხორციელება მომხმარებლებთან და კონსულტირება პარტნიორი კომპანიების ქონებებზე
** მშენებარე პროექტების მახასიათებლებისა და უპირატესობების ახსნა
** ქონებების შესახებ ინფორმაციის ატვირთვა სხვადასხვა სოციალურ გვერდზე და ვებ-გვერდზე
** მოლაპარაკებების წარმოება ქონებების გაყიდვის პროცესში გაყიდვის ყველა ეტაპზე
** ლიდების დამუშავება და წარმატებულ გაყიდვამდე მიყვანა
** გარიგების დახურვისთვის ყველა საჭირო საბუთის მომზადება
** პარტნიორი კომპანიების თანამშრომლებთან მუდმივი კომუნიკაცია, ყველა სიახლის ცოდნა მათ პროექტებზე
** მომხმარებლების აღრიცხვა ბაზაში/CRM-ში
** სერვისის მაღალი ხარისხის შენარჩუნება მომხმარებლების მომსახურებაში
შენ გეძებთ თუ:
** შენი ცხოვრების მოწოდება ადამიანების დახმარებაა
** გიყვარს კომუნიკაცია და ენერგიით გავსებს
** გაქვს 1-2 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (ნებისმიერ სფეროში)
** ხარ პასუხისმგებლობიანი და გიყვარს როცა ყველაფერში წესრიგია
** ხარ 23+ წლის
** გიყვარს ეს ცხოვრება და გიხარია ყოველი დღე (ეს მნიშვნელოვანი კრიტერიუმია)
** გარიგებების დახურვა უდიდეს სიამოვნებას განიჭებს
** ეძებ საინტერესო სამსახურს, სადაც შენ იქნები ადამიანი, რომელიც მომხმარებლებს პირველი ოცნების ბინის შეძენაში ეხმარება
საუბრობ ინგლისურ ენაზე (რუსულიც ჩაითვლება უპირატესობად)
პიროვნული უნარები:
** კომუნიკაბელურობა და სანდო, თავდაჯერებული საუბარი
** პრეზენტაბელურობა, შთაბეჭდილების მოხდენის უნარი
** თვითორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** პროაქტიულობა: ადამიანი, რომელიც მარტივად პოულობს გამოსავალს რთულ სიტუაციებში
** გუნდური მუშაობის უნარი, უნდა შეგეძლოს გუნდთან მუშაობა და კომპანიის საერთო წესების დაცვა
რატომ უნდა გახდე Sakura-ს გუნდის ნაწილი:
** სწრაფად მზარდი კომპანია, სფეროს ერთ-ერთი ლიდერი საქართველოში.
** პროფესიონალური და თანამედროვე სამუშაო გარემო.
** ტრენინგების თანადაფინანსება და მუდმივი განვითარება.
** დადებითი და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი
სამუშაო პირობები:
** ხელფასი: 700 ლარი (NET) + 0.5% გაყიდვებიდან
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00
** სამუშაო დღეები: ორშ-პარ
** ლოკაცია: მეტრო სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარედ
კომპანიის გაცნობა შეგიძლია ჩვენს გვერდებზე: https://www.instagram.com/sakura.properties/
რეზიუმე კი და საინტერესო ინფორმაცია შენ შესახებ ამ ლინკის მეშვეობით გაგვიზიარე: https://forms.gle/fAGTcRHDzWMLQ9N98.
|
|
|
|