დასახელება:
წარმოების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
აუგუსტის ხილის ქარხანა
|
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
|
"აუგუსტის ხილის ქარხანა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი:
** სრული განაკვეთი - კვირაში 5 დღე, შაბათ-კვირას დასვენება
** 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება
ძირითადი მოვალეობები:
** საწარმოს საოპერაციო მენეჯმენტი
** ტექნოლოგიური ბარათებისა და რეცეპტების შემუშავება
** შემუშავებული რეცეპტების მიხედვით პროდუქციის მომზადების ხელმძღვანელობა
** გუნდის მართვა
** პროდუქციის ნაშთების მართვა
აუცილებელი უნარები და პიროვნული თვისებები:
** კვების ტექნოლოგიის ცოდნა, განსაკუთრებით ხილის პროდუქტების მიმართულებით
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: jobs@august.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: წარმოების მენეჯერი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ "აუგუსტის ხილის ქარხანა" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში.
|
|
|
|