დასახელება:
მოწვეული პერსონალი - მედიცინის ფაკულტეტი
|
მომწოდებელი:
ევროპის უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
|
თანდართული ფაილი:
660810_Application_Form_3176947.zip
|
შპს "ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს კონკურსს მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული პერსონალის შერჩევის მიზნით დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, შემდეგი მიმართულებებით:
1. სამედიცინო სოციოლოგია;
2. სამედიცინო ფიზიკა;
3. სამედიცინო ქიმია;
4. ფილოსოფია;
5. მედიცინის ისტორია;
6. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მედიცინაში;
7. მედიცინა და ხელოვნება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მოწვეული ლექტორის პოზიციის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
მედიცინისა და ხელოვნების, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მედიცინაში, მედიცინის ისტორიისა და სამედიცინო სოციოლოგიის მიმართულებით:
** ჰქონდეს დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი;
** ინგლისური ენის არანაკლებ B2- დონეზე ცოდნა.
სამედიცინო ფიზიკის მიმართულებით:
** ჰქონდეს მაგისტრის აკადემიური ხარისხი ფიზიკაში;
** ინგლისური ენის არანაკლებ B2- დონეზე ცოდნა.
ფილოსოფიის მიმართულებით:
** ჰქონდეს მაგისტრის აკადემიური ხარისხი ფილოსოფიაში;
** ინგლისური ენის არანაკლებ B2- დონეზე ცოდნა.
სამედიცინო ქიმიის მიმართულებით:
** ჰქონდეს მაგისტრის აკადემიური ხარისხი ქიმიაში;
** ინგლისური ენის არანაკლებ B2- დონეზე ცოდნა.
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელ. ფოსტაზე: hr@eu.edu.ge) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
** განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი მიმართულების მითითებით (განაცხადი ივსება მხოლოდ ერთი მიმართულებით);
** ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ევროპის უნივერსიტეტის ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე: https://eu.edu.ge/konkursi-diplomirebuli-medikosis-inglisurenovani/);
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** შესაბამის სფეროში კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების, მათ შორის მეცნიერებათა .არსებობის შემთხვევაში კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
** სერტიფიკატის ასლი, რომელიც ადასტურებს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში ტრენინგის გავლის ფაქტს (არსებობის შემთხვევაში, ხოლო სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში უნივერსიტეტი უზრუნველყოფს საკუთარი რესურსით პერსონალის გადამზადებას);
** ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი ერთ-ერთი დოკუმენტი:
** ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი;
** საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი;
** ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომის შემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
** ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.);
** "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა";
** სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
** პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
** მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება ინგლისურ ენაზე.
კონკურსის ვადები:
მოწვეული ლექტორის პოზიციის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 25 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით.
საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის
კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური, ხოლო კონკურსანტთა კონსულტირებას ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.
საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76. info@eu.edu.ge; ტელ: 032 2 000 171
|
|
|
|