Робота для біженців з України
ინგლისური და რუსული ენის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისური და რუსული ენის მასწავლებელი
მომწოდებელი: ITC Academy
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
"ITC Academy" აცხადებს ვაკანსიას ინგლისური და რუსული ენის მასწავლებლის პოზიციაზე თბილისში

ინგლისური ენის მასწავლებელი - პოზიციის აღწერა:

"ITC Academy" ეძებს ინგლისური ენის მასწავლებელს თბილისში!

მასწავლებელმა სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს და ნებისმიერ მსურველს, ვისაც სურს ენის შესწავლა და კვალიფიკაციის ამაღლება უნდა შეასწავლოს ინგლისური ენა დონეების მიხედვით (A1, A2, B1, B2) .

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** მოსწავლეთა ჯგუფებთან გაკვეთილების ჩატარების მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება

რუსული ენის მასწავლებელი - პოზიციის აღწერა:

"ITC Academy" ეძებს რუსული ენის მასწავლებელს თბილისში!

მასწავლებელმა სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს და ნებისმიერ მსურველს ვისაც სურს ენის შესწავლა და კვალიფიკაციის ამაღლება უნდა შეასწავლოს რუსული ენა დონეების მიხედვით (A1, A2, B1, B2).

ძირითადი მოთხოვნები:

** რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** მოსწავლეთა ჯგუფებთან გაკვეთილების ჩატარების მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;

პოზიციებისთვის საჭირო კომპეტენციები:

** გაკვეთილების დაგეგმვის უნარი სასწავლო პროგრამების შესაბამისად;
** სწავლების პროცესში მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენების უნარი;
** ტესტების შედგენა (საჭიროებიდან გამომდინარე);
** სამუშაოსა და დროის მართვის უნარი;
** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა
** კარგი ახსნის უნარი
** შედეგებზე ორიენტირება

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე itcacademy.edu@gmail.com-ზე და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე