Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=660664&print=yes&view=jobs
 
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: Leonidas Georgia
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
"Leonidas Georgia" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი (ზაარბრიუკენის მოედანთან)
სამუშაო გრაფიკი: ყოველ მეორე დღეს (ან 2/2-ზე გრაფიკი), 11:00-21:00
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი

ჩვენს შესახებ:

"Leonidas" - ბელგიური ხარისხის სიმბოლო, უკვე 100 წელზე მეტია, რაც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში უნიკალურ შოკოლადის გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებლებს.

"Leonidas Georgia" წარმოადგენს ამ ლეგენდარულ ბრენდს საქართველოში და ეძებს მოტივირებულ ადამიანს, რომელიც გახდება ჩვენი გემოვნებიანი სამყაროს ნაწილი.

შენი პასუხისმგებლობები იქნება:

** მაღაზიაში მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის და თავაზიანი მომსახურების გაწევა
** მომხმარებლის მიერ შერჩეული შოკოლადის ასორტიმენტის ბრენდის სტანდარტების შესაბამისად შეფუთვა და პრეზენტირება
** სალაროსა და საბანკო ტერმინალებთან მუშაობა
** პროდუქციის სრული ასორტიმენტის ცოდნა და მის შესახებ მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
** პროდუქციის რაოდენობის, ვადების და ფასების კონტროლი
** მაღაზიაში სისუფთავისა და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც:

** საუბრობს ქართულად და ფლობს სასაუბრო ინგლისურს
** გამოირჩევა პასუხისმგებლობით, კომუნიკაბელურობით და პუნქტუალურობით
** სწრაფად ითვისებს ახალ ინფორმაციას
** არის დეტალებზე ორიენტირებული
** მოლარედ ან კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მოქნილ სამუშაო გრაფიკს - მუშაობთ ყოველ მეორე დღეს (ან 2/2-ზე გრაფიკით)
** კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი (1000 ლარი ხელზე ასაღები) + ბონუსი გაყიდვებიდან
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს ბრენდის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
** სამუშაოს დაწყებამდე თქვენ გაივლით 2 დღიან ტრენინგს, ბრენდის სტანდარტების შესაბამისად.

თუ გსურს გახდე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შოკოლადის ბრენდის წარმომადგენელი საქართველოში - გამოგზავნე შენი რეზიუმე ფოტოსთან ერთად შემდეგ მისამართზე: leonidastbilisi@gmail.com. სათაურში მიუთითე: "მოლარე-გამყიდველის პოზიცია"

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 7 სექტემბერი

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით 7 სექტემბრის შემდეგ

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემები დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ დასაქმების პროცესისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია