დასახელება:
საოპერაციო და მონიტორინგის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Keystone Agro
|
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
|
"Keystone Agro" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო და მონიტორინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი/ზუგდიდი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში ხუთი სამუშაო დღე)
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით (1500-2500 ლარი)
კომპანიის შესახებ: "ქისთოუნ აგროს" მთავარ მიმართულებას წარმოადგენს აგრობიზნესი, კერძოდ, ლურჯი მოცვის ბაღების გაშენება. ამ საქმიანობას საფუძველი 2021 წელს ჩაეყარა. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://keystone.ge/ge/.
ძირითადი მოვალეობები:
** ბაღში დაგეგმილი ყოველდღიური სამუშაო ოპერაციების აღრიცხვის უზურნველყოფა;
** ბაღის მენეჯერის მიერ ბრიგადირებზე გაცემული დავალებების და სამუშაო ამოცანების აღრიცხვა, მონიტორინგი და დოკუმენტირება;
** დაქირავებული მუშახელის რაოდენობის, სამუშაო გრაფიკის და სამუშაოს შესრულების მონიტორინგისა და აღრიცხვის წარმოება;
** ბაღში არსებული დოკუმენტ ბრუნვის, ჩანაწერების წარმოებისა და არქივირების უზურნველყოფა;
** კომპნანიაში არსებული სხვადასხვა სამეურნეო და ადმინისტრაციული შესყიდვების და ლოჯისტიკური პროცესების მხარდაჭერა;
** არსებული საოპერაციო და სხვა ბაღის მუშაობასთან დაკავშირებული პროცესების ოპტიმიზაციისა და გაუმჯობესების უზრუნველყოფა;
** მოცვის შესანახი სამაცივრე მეურნებობაში სხვადასხვა საწარმოო და ბიზნეს პროცესების დანერგვის მხარდაჭერა;
** მივლინებები ზუგდიდში (თვეში 2 კვირა)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური/საინჟინრო ან საბუნებისმეტყველო განათლება;
** ოპერაციების აღრიცხვისა და დოკუმენტირების გამოცდილება რომელიმე ინდუსტრიიდან როგორებიცაა, სამშენებლო ან/და ინფრასტრუქტურული პროექტები, სამრეწველო და სხვადასხვა საწარმოო დაწესებულებები, ფინანსური სექტორი;
** უპირატესობა მიენიჭება აგრო სფეროში, საველე ან/და პლანტაციაში (მოცვის, თხილის, ან სხვა); ** ანალოგიურ ან მონათესავე პოზიციაზე 2 წლამდე სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
** დიდ უპირატესობად ჩაითვლება სამაცივრე ანდა მონათესავე ტიპის საწარმოებში საწარმოო ხაზებზე მუშაობის გამოცდილება;
** პროცესების დანერგვის, ადმინისტრირებისა და აღრიცხვიანობის წარმოებისა და გაუმჯობესების გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამის ძალიან კარგი ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@keystone.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება. გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|