Робота для біженців з України
ბუღალტერ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: ABG Consulting
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
"ABG Consulting" წარმოადგენს მსხვილ საბუღალტრო-საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც წარმატებით ემსახურება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს.

კომპანიის მომხმარებელთა საერთო რიცხვი 1200-ს აღემატება. კადრების პროფესიული ზრდის მიზნით ტარდება მუდმივი სტაჟირებები და ტრენინგები. სამიზნე სეგმენტის გაფართოების მიზნით კომპანია გამუდმებით სთავაზობს მომხმარებლებს ახალ, მრავალფეროვან და გაუმჯობესებულ მომსახურებებს, რაც თავის მხრივ ახალი ბაზრის ათვისებას უწყობს ხელს.

კომპანია "ABG Consulting" აცხადებს ბუღალტერ-ოპერატორის ვაკანსიას, რომელმაც მომსახურება უნდა გაუწიოს კომპანიის კლიენტს, სავაჭრო ცენტრ "ლილო მოლის" ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიაში. (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 112)

სამუშაო გრაფიკი: კვირა - პარასკევი, 09.00 - 17.00 სთ. დასვენების დღე - შაბათი.

კანდიდატის შერჩევა მოხდება რეზიუმეს საფუძველზე, გასაუბრებით.

სავალდებულოა საბუღალტრო პროგრამა ფინას ცოდნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან ტექნიკური განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება.

უნარები და პიროვნული თვისებები:

** ოპერატიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ანაზღაურება - 1000 ლარი ხელზე.

დაინტერესებულმა პირებმა, რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: abglekishvili@gmail.com

რეზიუმეს დაურთეთ სურათი, სამუშაო გამოცდილებაში მიუთითეთ კომპანიის დასახელება, საიდენტ.კოდი და მუშაობის პერიოდი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე