Робота для біженців з України
ბეტონის ბლოკების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბეტონის ბლოკების ოპერატორი
მომწოდებელი: ჰანიველ ცემენტი
გამოქვეყნდა: 23 აგვისტო / ბოლო ვადა: 23 სექტემბერი
თანდართული ფაილი: 657635_2025___Application_Form_GE_1740985.zip
"ჰანიველ ცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში, ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. "ჰანიველ ცემენტი" კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად "ჰანიველ ცემენტი" ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

"ჰანიველ ცემენტი" აცხადებს ვაკანსიას ბეტონის ბლოკების ოპერატორის პოზიციაზე ორხევში არსებულ ბეტონის ქარხანაში.

სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ორხევი
სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი ცვლები, კვირაში არა უმეტეს 40 საათისა
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 2

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბეტონის ჩამოსხმა სპეციალური ბლოკების ყალიბებში
** ჩამოსხმული ფორმების განყალიბება (მეორე დღეს) და ბლოკების მომზადება გატანისთვის
** ყალიბების რეგულარული შეზეთვა და მომზადება ახალი ჩასხმისთვის
** წარმოების პროცესში ხარისხის კონტროლის სტანდარტების დაცვა
** სატელეფონო კომუნიკაცია მძღოლებთან ბეტონის მიწოდებისა და დროული ჩასხმის კოორდინაციისთვის
** სამუშაო ადგილის სისუფთავისა და უსაფრთხოების წესების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე ან წარმოების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

არსებული ბენეფიტები:

** ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად
** ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით
** დეკრეტული შვებულების სრული ანაზღაურება
** ფულადი დახმარება ბავშვის შეძენის შემთხვევაში

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელმისამართზე: careers@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სასწორის ოპერატორი (ორხევი)

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც "ჰანიველ ცემენტისთვის" ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, "ჰანიველ ცემენტის" მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ჰანიველ ცემენტმა" შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

"ჰანიველ ცემენტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე