Робота для біженців з України
მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტ. წამყვანი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტ. წამყვანი სპეციალისტი
მომწოდებელი: კომუნიკაციების ეროვნული კომისია
გამოქვეყნდა: 22 აგვისტო / ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
"კომუნიკაციების კომისია" აცხადებს კონკურსს მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში, კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულების მიზნით, შექმნილია იურიდიული დეპარტამენტი, რომელიც შედგება ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფისგან. სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის ფუნქციები გულისხმობს კომისიის საქმიანობის სამართლებრივი კუთხით მხარდაჭერას, დავებისა და საჩივრების ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფას, კომისიის მიერ სანქციების დაკისრებისა და კომისიის გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცესის კოორდინირებას, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას და სასამართლოში წარმომადგენლობას და სხვ.

იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსის თანამდებობის მიზანია მოქმედი საკანონმდებლო/ნორმატიული ბაზის საერთაშორისო ნორმებთან/დირექტივებთან დაახლოებისთვის ღონისძიებების წარმართვა, ნორმაშემოქმედება, დავების, განცხადებებისა და საჩივრების ადმინისტრაციული წარმოების სამართლებრივი უზრუნველყოფა და შესაბამის პროცესებზე მომუშავე გუნდის მართვა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://comcom.ge
თანამდებობრივი სარგო: 5827.5-7492.5 ლარი (დარიცხული)
ანგარიშვალდებულება: ექვემდებარება იურიდიული დეპარტამენტის უფროსს
კატეგორია: იურიდიული
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:

** ნორმაშემოქმედება, ხელშეკრულებების მომზადება/სამართლებრივი ექსპერტიზა და კომისიის სამართლებრივი მხარდაჭერის (მათ შორის, შრომით-სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება) უზრუნველყოფა;
** კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხების განხილვის მიზნით, ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა და მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
** სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის ამოცანების დასახვა, საქმიანობის ორგანიზება და მართვა, ჯგუფისთვის დასახული ამოცანების და დაკისრებული ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფა, ზედამხედველობა, პრიორიტეტებისა და ვადების კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის საქმეების გადანაწილება, დავალებების მიცემა და მათი სისტემური კონტროლი;
** სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტების შეთანხმება და მათზე პასუხისმგებლობა;
** სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის კომპეტენციის ფარგლებში, ინიციატივების წარდგენა;
** კომუნიკაცია გარე ორგანიზაციებთან კომისიის/კომისიის თავმჯდომარის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსის დავალებით;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების შეფასება, ასევე, მათი წახალისების, განვითარების, მოტივირების და დისციპლინური ღონისძიებების შესახებ საკითხის ინიცირება;
** კომისიის ან კომისიის თავმჯდომარის შესაბამისი რწმუნების საფუძველზე, სასამართლოში კომისიის წარმომადგენლობა;
** კომისიაში მიმდინარე პროექტებში ჩართულობა/მონაწილეობა უშუალო ხელმძღვანელის დავალებით/შეთანხმებით;
** დარგის განვითარების ტენდენციების, ასევე, კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზის საფუძველზე, ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროებში საკანონმდებლო და ნორმატული ბაზის სრულყოფის მიზნით წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა;
** მოქმედი საკანონმდებლო/ნორმატიული ბაზის საერთაშორისო ნორმებთან/დირექტივებთან დაახლოებისთვის საჭირო ღონისძიებებზე მუშაობა
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: მაგისტრის ხარისხი სამართალში

სამუშაო გამოცდილება:

სამართლის დარგში მუშაობის სულ მცირე 6 წლიანი გამოცდილება, აქედან სულ მცირე 3 წელი ადმინისტრაციულ ორგანოში ან ადმინისტრაციული წარმოების/სამართალწარმოების კუთხით იურიდიულ კომპანიაში / კერძო ორგანიზაციაში.

სტრუქტურული ერთეულის/ გუნდის ხელმძღვანელობის სულ მცირე 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება.

სასურველია:

** ადვოკატის კვალიფიკაცია;
** იურისტად მუშაობის გამოცდილება მაუწყებლობის ან/და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ან/და მარეგულირებელი ფუნქციის მქონე ადმინისტრაციულ ორგანოში

საკონკურსო თემატიკა:

** საქართველოს კონსტიტუცია;
** საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
** "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ "საქართველოს კანონი;
** "მაუწყებლობის შესახებ "საქართველოს კანონი;
** "ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ "საქართველოს კანონი;
** "ნორმატიული აქტების შესახებ "საქართველოს კანონი;
** "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონი;
** მაუწყებელთა ქცევის კოდექსი;
** საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
** საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
** საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (ზოგადი ნაწილი და კომისიის კომპეტენციის ნაწილი);
** "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი;
** "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონი;
** "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" საქართველოს ორგანული კანონი (კომისიის კომპეტენციის ნაწილი)
** "ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტი".
** "საქართველოს შრომის კოდექსი" საქართველოს ორგანული კანონი
** საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები

უცხოური ენების ცოდნა: ინგლისური ენა - B2

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office MS Office (Word Excel, Power Point) - კარგი

კომპეტენცია და უნარები:

** პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტიანი მენეჯმენტი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა და ჯგუფის მართვის უნარი;
** სახელმწიფო ენაზე გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** კომპლექსური აზროვნება.

დამატებითი ინფორმაცია

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად განაცხადში მითითებული ანაზღაურების ზღვრების ფარგლებში

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მოქმედებს სამოტივაციო სისტემა, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომელთა შესრულებული სამუშაოს შეფასებაზე და პროფესიულ შედეგებზე დაფუძნებულ წახალისებას/შეფასების ბონუსს წელიწადში ორჯერ.

განაცხადის შევსების დროს "ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:

** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ (ებ)ის ასლები; (შენიშვნა: საკონკურსო კომისია დამატებით იმსჯელებს იმ კანდიდატების თაობაზე, რომლებიც არიან აღნიშნული კვალიფიკაციის მიღების პროცესში.)
** საკონკურსო თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ (ებ)ი (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან ასეთის არსებობის შემთხვევაში - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
** სამოტივაციო წერილი, რომელშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას;
** ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა იყოს პირი, რომელთანაც გაქვთ/გქონიათ მუშობის გამოცდილება);
** წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში; (ატვირთეთ დამატებითი დოკუმენტაციის ველში). ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში იხ: http://comcom.ge/uploads/other/5/5796.docx

კანდიდატმა სასურველია ატვირთოს:

** ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი ან ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

1. "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. დასაქმებული არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა;
** ზეპირი დავალება და გასაუბრება;
** კონკურსის შედეგების გამოცხადება.

შენიშვნა: საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ზეპირი დავალებისა და გასაუბრების ეტაპს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შესაძლოა დაბარებულ იქნენ დამატებით ეტაპზე.

პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;
განაცხადების გადარჩევა მოხდება ადამიანური რესურსების მართვის და ორგანიზაციული განვითარების სამსახურის მიერ, რომელიც შეაფასებს შემოტანილი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

მეორე ეტაპი - საჯარო კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასებას ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება ზეპირი დავალება და გასაუბრება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 სექტემბრის №653/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული "საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურის ჩატარების წესის" მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კანდიდატის შეფასებისას, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.

II - ზეპირი დავალება და გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან: ტარდება საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული ცოდნის, უნარების, ინგლისური ენის ცოდნის, მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების და ვაკანტური პოზიციებისთვის განსაზღვრული კომპეტენციის/კვალიფიკაციის შესაფასებლად.

შენიშვნა: გამომდინარე იქიდან, რომ ამ პოზიციაზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და ანალიზი და საკანონმდებლო/კანონქვემდებარე აქტების პროექტების, მათ შორის, საერთაშორისო აქტების/ ევროკავშირის სამართლის საფუძველზე მომზადება, წარმატებულ აპლიკანტს უნდა ჰქონდეს ინგლისური ენის მაღალი კომპეტენცია.

* საკონკურსო კომისიის სხდომები და კონკურსის ეტაპები შესაძლოა ჩატარდეს დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

საკონკურსო კომისია კანდიდატებს აფასებს ქულათა სისტემის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოავლენს შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის № 50/18; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
საკონტაქტო პირი: ანა მახარაშვილი, ტელ: +995 322393617; ელ-ფოსტა vacancy@comcom.ge

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ ატვირთოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ბმულზე, მოთხოვნილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე