Робота для біженців з України
IT მენეჯერი - სიღნაღი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო ბოდბე
გამოქვეყნდა: 22 აგვისტო / ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
სასტუმრო "ბოდბე" აცხადებს ვაკანსიას IT მენეჯერის თანამდებობაზე.

მდებარეობა: სიღნაღი, კახეთი.
განაკვეთი: სრული

ჩვენ შესახებ:

"სასტუმრო ბოდბე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე ახალი ქართული ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებაზეა ორიენტირებული.

სიღნაღის საოცარი ხედებით ცნობილი სასტუმრო სტუმრებს შემოდგომიდან სხვადასხვა კატეგორიის 132 ოთახს, განსხვავებული კონცეფციის კვების ობიექტებს, სპა, ფიტნეს ცენტრს და შეხვედრებისთვის განკუთვნილ სივრცეებს შესთავაზებს.

ჩვენ ვეძებთ მაღალმოტივირებულ და კვალიფიციურ IT მენეჯერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს. კანდიდატს უნდა ჰქონდეს ძლიერი ტექნიკური ცოდნა და პრობლემების გადაჭრის განსაკუთრებული უნარი.

IT მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება ყველა ინფორმაციული ტექნოლოგიის სისტემისა და ინფრასტრუქტურის შეუფერხებელ მუშაობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:

სასტუმროს ყველა IT სისტემის საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მათ შორის:

** კომპიუტერული ქსელების, სატელეფონო სისტემების, სტუმრებისა და თანამშრომლებისთვის ინტერნეტის ხელმისაწვდომობისა და ბიზნეს აპლიკაციების.
** ტექნიკური დახმარების გაწევა სასტუმროს სტუმრებისა და თანამშრომლებისთვის.
** ქსელის მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერით უზრუნველყოფა.
** პრობლემების დროული იდენტიფიცირება და მათი ოპერატიული გადაჭრის უზრუნველყოფა.
** Microsoft Servers, Active Directory, DNS, და DHCP სერვერების მართვა და მოვლა.
** QNAP NAS სერვერისა და სარეზერვო სისტემების ზედამხედველობა მონაცემთა უსაფრთხოებისა და მთლიანობის უზრუნველსაყოფად.
** სასტუმროს საჭიროებების შესაბამისად, ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მხრიდან.
** IT პროგრამებისა და აპარატების გამართულობის მუდმივი შემოწმება.
** სამუშაო ადგილის მოწყობა ქსელის მომხმარებლებისთვის და ქსელის, ასევე ინფორმაციისა და სხვა ფაილების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
** ქსელური პრობლემების დიაგნოსტიკა, იზოლირება და აღმოფხვრა.
** Avaya სატელეფონო სადგური მოვლა ტექნიკური გამართვის უზრუნველყოფა
** მომსახურების მიმწოდებლებთან მჭიდრო თანამშრომლობა სასტუმროს ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
** შესყიდვის მოთხოვნის დოკუმენტების მომზადება და შესყიდვის პროცესის კონტროლი.
** საჭიროებისამებრ ყველა საჭირო დოკუმენტაციის, პრეზენტაციის და სხვა მასალის კონტროლი/შექმნა.
** პროგრამული და ელექტრონული საოპერაციო საკითხების დაგეგმვა და ორგანიზება.
** ოპტიკური ქსელის და CCTV სისტემების მხარდაჭერა
** ბიზნეს აპლიკაციების მხარდაჭერა, მათ შორის: Opera PMS, Micros Simphony, Business Central, IPTV და სატელეფონო სისტემები.
** კონტრაქტორ კომპანიებთან კომუნიკაცია, HRS-ის მხარდამჭერ (Opera, Micros) გუნდთან კომუნიკაცია, საკითხების იდენტიფიცირება გადაჭრის ორგანიზება.
** პროგრამული და აპარატურული პრობლემების ეფექტურად აღმოფხვრა.
** Door Lock და Timekeeper სერვერების მართვა და მოვლა.
** ქსელური ინფრასტრუქტურის მართვა და პრობლემების აღმოფხვრა (Cisco, Wired, Wireless, Fortinet).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებაში, ან შესაბამის სფეროში;
** დადასტურებული გამოცდილება IT მენეჯერის, ან მსგავსი პოზიციის ფარგლებში, სასურველია სასტუმრო ინდუსტრიაში;
** მაღალი ხარისხის ცოდნა ქსელური ინფრასტრუქტურისა და პროტოკოლების შესახებ;
** გამოცდილება Microsoft Server-ის ადმინისტრირებაში;
** როგორც გუნდური აგრეთვე დამოუკიდებელი მუშაობის უნარები;
** ძლიერი კომუნიკაციური უნარები;
** ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად სასაუბრო დონეზე ფლობა;

დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ რეზიუმე /CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე - recruiters@bodbehotel.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "IT მენეჯერი".

წარმატებას გისურვებთ!

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. "ბოდბე მენეჯმენტი" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გამოგზავნილი რეზიუმე შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება შპს "ბოდბე მენეჯმენტი" (ს/კ: 405452745), რომელიც, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი, განახორციელებს მონაცემთა დამუშავებას კომპანიის სახელით, კომპანიის სასარგებლოდ და კომპანიის მიერ გაცემული ინსტრუქციების/მითითებების შესაბამისად.

"ბოდბე მენეჯმენტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე