Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=660344&print=yes&view=jobs
 
ექსპედიტორი - ბორჯომი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექსპედიტორი
მომწოდებელი: იბერია რეფრეშმენტსი
გამოქვეყნდა: 22 აგვისტო / ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
სს "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და ფუნქციონირებს 2001 წლიდან. ამჟამად, არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group - ის " წევრი და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექების" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს " Max Power-ის" და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.

სს "იბერია რეფრეშმენტსი" აცხადებს ვაკანსიას ექსპედიტორის პოზიციაზე (სასურველია C კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა) ქალაქ ბორჯომში.

ძირითადი მოვალეობა:

** თანამშრომლებთან ერთად წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით პროდუქციის მიწოდების უზრუნველყოფა;
** საბუთების მოწესრიგება და სალარო აპარატთან მუშაობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია C კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება - 1900 ლარი (ფიქსირებულს + ცვლადი ბონუსი);
** ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი;

ყველა დაინტერესებულ კანდიდატს, შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე, შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@pepsi.ge. პოზიციის დასახელება "ექსპედიტორი" უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში). დაკავშირება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება.

ან დაგვიკავშირდით, შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 595091132

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 22 სექტემბერი 2025 წელი.

კომპანია " იბერია რეფრეშმენტსში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია