დასახელება:
წარმოების ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
სანე
|
გამოქვეყნდა: 22 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
|
"სანე" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
სამუშაო მდებარეობა: თბილისი, ფონიჭალა
სამუშაო გრაფიკი: სრული.
კომპანია "სანე"-ი 2019 წარმატებით ახორციელებს ბეტონის მილების წარმოებას და მიწოდებას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.
სამუშაოს მოკლე აღწერა:
** არსებული თანამშრომლების, გრაფიკის მართვა და ზედამხედველობა.
** ბეტონის მილების სავარაუდო ღონისძიებების იდენტიფიცირება და საჭირო სერვისების დაგეგმვა;
** ბეტონის მილების მდგომარეობაზე, ხარისხსა და ფასზე ინფორმაციის მიწოდება;
** თანამშრომლების დაკომპლექტებაში მონაწილეობის მიღება და შერჩევის პროცესში ჩართულობა;
** სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ მომხმარებლის დროული ინფორმირება;
** ფილიალის გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა;
** ფილიალში წარმოქმნილი საოპერაციო პრობლემების შემთხვევაში რეაგირება და სწორი გადამისამართება;
** კონსიგნაციის მქონე კომპანიების ბაზის მართვა და გადასახადების მონიტორინგი;
** პოტენციური მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის მოძიება და გაყიდვებისთვის მიწოდება;
** მომხმარებლის მიერ დაყენებული მოთხოვნის/პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გადამისამართება და მოთხოვნის დროული შესრულების მონიტორინგი;
** მომსახურების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, დეპარტამენტის გამართულად და ხარისხიანად მუშაობის უზრუნველსაყოფად, ახალი იდეების გენერირება.
** თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა ტიპის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტუნარიანი სახელფასო რეინჯს + ბონუსები.
** მზრდად კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გთხოვთ უპირველესად დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 599 157 281, ხოლო შემდგომ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია "სანე" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|