დასახელება:
ტენდერი სატრანსპორტო მომსახურებაზე
|
მომწოდებელი:
მზამზარეული
|
გამოქვეყნდა: 22 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 31 აგვისტო
|
შპს "მზამზარეული" აცხადებს ტენდერს სატრანსპორტო მომსახურებაზე (სადისტრიბუციო პროდუქცია მოიცავს: მზა კვებას და ნახევარფაბრიკატებს, ცომეულს, პიცებს და სენდვიჩებს, ქათმის ხორცპროდუქტებს).
პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
** სატრანსპორტო მომსხურებას სამაცივრე სისტემით (მზა კვების ტრანსპორტირების ტემპერატურა 0 გრადუსიდან +6 გრადუსამდე, ნახევარფაბრიკატების ტრანსპორტირების ტემპერატურა -18 გრადუსიდან -24 გრადუსამდე)
** 70 სტაბილური ობიექტის მომარაგება თბილისის მასშტაბით, კვირაში 6 დღე (ჰიპერმარკეტი, სუპერ მარკეტი, მარკეტი), ასევე კვირაში 3 დღე დასავლეთ საქართველოში 12 ობიექტის მომარაგება (ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი, ქუთაისი);
** მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს დილის საათებში, ობიექტები მომარაგებული უნდა იყოს დილის დილის 07:00 საათიდან, არაუგვიანეს 10:00 საათამდე;
** პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ცალკე ტარიფად თბილისზე 1 დღის მომსახურების საფასური და დასავლეთის მიმართულებით ცალკე 1 დღის მომსახურების საფასური დ.ღ.გ-ს ჩათვლით;
** კომპანიამ უნდა წარადგინოს ბოლო 2 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სატრანსპორტო მომსახურების საფასური მითითებული უნდა იყოს ერთ დღზე, თანხა დ.ღ.გ-ს ჩათვლით ეროვნულ ვალუტაში. ასევე ერთ დღეზე დასავლეთის მიმართულებით თანხა დ.ღ.გ-ს ჩათვლით ეროვნულ ვალუტაში.
კომპანიებს, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ტენდერში ასევე უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:
** თქვენი კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა)
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** ტენდერის დასახელება;
** კომერციული წინადადება;
** შემოთავაზებული მომსახურების ღირებულება;
** ტრანსპორტირების ვადები;
** საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, საკონტაქტო ნომერო და ელ.ფოსტა;
შემოთავაზების მიღება იწყება: 21.08.2025, 15:00 საათიდან შემდეგ ელ ფოსტაზე: info@mzamzareuli.com.
შემოთავაზების მიღება მთავრდება: 31.08.2025, 18:00 საათამდე;
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნოდარ ქამადაძეს
ელ. ფოსტა: info@mzamzareuli.com ; nodar.qamadadze@gmail.com;
ტელ.: (+995) 577286307
|
|
|
|