დასახელება:
გაყიდვების ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
ასკანელი
|
გამოქვეყნდა: 22 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
|
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია "ასკანელი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ:
http://www.askaneli.ge
https://www.facebook.com/Askaneli1880
https://www.facebook.com/askaneli.garden/
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან/და სხვა მომიჯნავე მიმართულებით.
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და შესრულების კონტროლი.
** პროდუქციის გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა, როგორც შიდა, ასევე გარე ბაზრებზე.
** პროდუქციის გაყიდვებისა და ბაზრის მიმდინარე ტენდენციების მუდმივი ანალიზი.
** პარტნიორ კომპანიებთან პროცესების კოორდინირება და კონტროლი.
** ახალი კლიენტების მოძიება და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება.
** ახალი პროდუქციის შექმნის პროცესში მონაწილეობის მიღება და რჩევების გაზიარება.
** სამუშაო პროცესების დაგეგმვა და დელეგირება.
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, დავალებების დელეგირება, მათი შეფასება, მოტივაცია და კონტროლი.
** კომპანიის ხელმძღვანელობასთან პერიოდული რეპორტინგი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ.
მის: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, კახეთის გზატკეცილი #110 ა. ლილო მოლის მიმდებარედ.
კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ ქართულენოვანი, ფოტოსურათიანი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@askaneli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას.
|
|
|
|