დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Gate 21
|
გამოქვეყნდა: 22 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
|
კომპანია "Gate 21" - ევროპული პრემიუმ ბრენდების და ხის მოსაპირკეთებელი მასალის ოფიციალური წარმომადგენელი კავკასიაში - აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
(კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://gate21.co/)
ამჟამად ვეძებთ გუნდის წევრს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
თუ გაქვთ ინტერესი იმუშაოთ და გაიზარდოთ გაყიდვების სფეროში, კრეატიული მეთოდების გამოყენებით პრობლემის გადაჭრა თქვენი ძლიერი მხარეა და ასევე, გაქვთ უნარი დახუროთ მოლაპარაკება თქვენთვის მისაღები შედეგით, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვის არის.
მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 75 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-19:00 ანაზღაურება: 1500 ლარი და საბონუსე სისტემა.
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციურ მომხმარებელთა ნაკადების გენერირება და მართვა;
** აქტიური კომუნიკაცია პოტენციურ მომხმარებლებთან სხვადასხვა არხების მეშვეობით, მათ შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრების ორგანიზება და პროდუქციის შეთავაზება;
** მომხმარებლის კონსულტირება და პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის შედგენა/შენახვა;
** შეთავაზების შემუშავება და მომხმარებლისთვის მიწოდება;
** არსებული მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება, მათ კმაყოფილებაზე ზრუნვა და დროული უკუკავშირის დაბრუნება;
** პროდუქციის რეალიზაციისთვის საჭირო პროცედურების და დოკუმენტაციის წარმოება;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
საჭირო უნარები/კვალიფიკაცია:
** გაყიდვების გამოცდილება სამშენებლო მასალების რეალიზაციის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** მზაობა სამუშაო დროის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, შეძლოს გადაადგილება სხვადასხვა ლოკაციაზე (ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი იქნება კომპანიის მიერ);
** კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების კარგი უნარები;
** უცხო ენის (ინგლისური ან/და რუსული) ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრისა და დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
თუ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: careers@tushiconcept.co. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება (გაყიდვების მენეჯერი) რომელზეც აგზავნით განაცხადს.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება მხოლოდ შერჩევის პროცესთან დაკავშირებული მიზნებისთვის.
|
|
|
|