დასახელება:
დირექტორის თანაშემწე
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 22 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო საათები: დილის 9:30-დან, საღამოს 18:00-მდე
დასვენება: კვირა
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიურ დოკუმენტაციასთან მუშაობა;
** აქტიური ჩართულობა დირექტორის მიერ მხარდაჭერილ პროექტებსა და სხვადასხვა მიმდინარე პროცესში;
** სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება, გაანალიზება და შემაჯამებელი დოკუმენტების მომზადება;
** დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და გაცემული დავალებების შესრულების მონიტორინგი და შემოწმების შედეგების შესახებ დირექტორის ინფორმირება;
** დირექტორის დავალებით სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების (MS Word, Excel) მაღალ დონეზე ფლობა;
** თურქული, ინგლისური და რუსული ენა (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური ფორმით);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** გამართული და დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი (ზეპირი და წერილობითი);
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა CV (რეზიუმე) გამოაგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე: agrowgeo@gmail.com
|
|
|
|