დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
სამორინე შანგრილა
|
გამოქვეყნდა: 22 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
|
სამორინე "Shangri La" თბილისი (შპს" ქართული კაპიტალ ჯგუფი") აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი, ზ. გამსახურდიას 28
სამუშაო საათები: 40 სამუშაო საათი კვირაში.
ბუღალტრის მოვალეობებში შედის:
** კრედიტორებთან კომუნიკაცია და აღნიშნულთან დაკავშირებული შემდგომი ქმედებების შესრულება - შედარების აქტები, საჭირო კორექტირების შესრულება და რეპორტინგი.
** ყოველდღიურად შემოსული რეპორტების აღრიცხვა - სალარო, შემოსავალი, პუნქტი.
** ბარ-რესტორნის ნაღდი ფულის ბრუნვის მიღება და შემოწმება, აღრიცხვა შესაბამის ფაილში და საბუღალტრო პროგრამაში.
** ბარ-რესტორნის განყოფილებიდან მიღებული ფინანსური ინფორმაციის საბუღალტრო პროგრამაში გადატანა (პროდუქციის ხარჯვა, წარმოება და სხვა.)
** ხელფასების სპეციალურ მოდულში შეტანა, რათა მოხდეს ავტომატური გატარებები, დარიცხვა და სხვა.
** საწვავის ნაშთის კონტროლი და აღნიშნულის სრულფასოვნად განსახორციელებლისათვის შესაბამისი კომუნიკაციის წარმოება შესაბამის დეპარტამენტების/განყოფილებების მენეჯერებთან.
** სარემონტო მასალების ფორმა 100 ს შედგენა და ჩამოწერა პროგრამულად.
** ფინანსური დირექტორისგან მიღებული სხვა დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგად ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** MS Office-ში მუშაობის გამოცდილება
** საბუღალტრო პროგრამა ORIS-ის ცოდნა;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: job@shangrila.ge სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/სააპლიკაციო ფორმა), შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. წინამდებარე ვაკანსიებზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ქართული კაპიტალ ჯგუფი" უფლებამოსილია, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, შემდეგი საფუძვლებითა (თქვენი თანხმობა, რაც გამოიხატება მოცემულ ვაკანსიაზე თქვენი გამოხმაურებით, მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვა, შრომითი ვალდებულებებისა და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება) და მიზნებით (კვალიფიციური კადრის მოძიება, შერჩევა, ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადის განხილვა, პოტენციური დასაქმებულის უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენა დასაკავებელ პოზიციასთან, მოთხოვნად პოზიციებზე სარეზერვო ბაზების შექმნა და ორგანიზება).
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) მიწოდება ხორციელდება ნებაყოფლობით, თუმცა მათი მიწოდების გარეშე შეუძლებელი იქნება თქვენი კანდიდატურის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება კონკრეტულ ვაკანსიაზე.
თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში, სამომავლო ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
მონაცემთა სუბიექტი აღჭურვილია საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" მე-3 თავით გათვალისწინებული უფლებებით, შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და გსურთ შპს "ქართული კაპიტალ ჯგუფის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შპს "ქართული კაპიტალ ჯგუფი"-ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, მარიამ წიკლაურს შემდეგ ელ-ფოსტაზე: Tsiklauri@shangrila.ge.
შპს "ქართული კაპიტალ ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|