Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=660194&print=yes&view=jobs
 
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ესპრესო ჯორჯია
გამოქვეყნდა: 22 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
შპს "Espresso Georgia" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.

მდებარეობა: თბილისი, საქართველო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ჩვენს შესახებ

Espresso Georgia — 2005 წლიდან ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი ქართულ ბაზარზე.
ჩვენი კომპანია სპეციალიზებულია პრემიუმ ხარისხის ყავის მარცვლების, სიროფების, ტოპინგების, კოქტეილის დანამატების, ასევე ცივი და ცხელი სასმელების მოსამზადებელი ნედლეულის იმპორტსა და რეალიზაციაში.

Espresso Georgia ახორციელებს პროდუქციის დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით;

თქვენი მოვალეობები:

** კომპანიის საბუღალტრო და ფინანსური აღრიცხვის სრული პროცესის მართვა
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და ანალიზი
** საგადასახადო დეკლარაციების სწორად შევსება და წარდგენა
** ხელფასებისა და სხვა ფინანსური ოპერაციების მართვა
** ინვენტარიზაციისა და შიდა ფინანსური აუდიტის ზედამხედველობა
** ფინანსური რისკების შეფასება და მართვა
** ეფექტიანი კომუნიკაცია საგადასახადო ორგანოებთან, ბანკებთან და აუდიტორებთან

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში ან ბუღალტერიაში
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე
** სასურველია ცოდნა საბუღალტრო პროგრამებში: 1C, Superfin, Balance
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა
** დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი
** უნარი იმუშაოთ როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდში

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას: 3000-3500₾ (ხელზე ასაღები, გამოცდილების მიხედვით)
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს
** კარიერულ ზრდას თანამედროვე სტანდარტების მქონე კომპანიაში

როგორ მოვახერხოთ შეხვედრა

გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: coffeeshopge@gmail.com
სათაური: "მთავარი ბუღალტერი"
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 სექტემბერი, 2025
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია