დასახელება:
სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ჯიბე cash & carry
|
გამოქვეყნდა: 22 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
|
კომპანია "ჯიბე Cash & Carry", აცხადებს ვაკანსიას სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე, რუსთავის ფილიალში.
"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს
სამუშაო ადგილი: რუსთავი, თოდრიას #11
სუბორდინაცია: პოზიცია ექვემდებარება შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს და არა მაღაზიის მენეჯერს.
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 საათიანი სამუშაო კვირა, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
ანაზღაურება: სტაჟირების შემდგომ 1100 ლარი+ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტების კონტროლი მაღაზიაში, ყველა მიმართულებით, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად
** პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების კონტროლი
** პროდუქციის ვადიანობისა და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი;
** სარეალიზაციო პროდუქციაზე ფასდებულის კონტროლი;
** სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის კონტროლი;
** მაღაზიაში არსებული სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა უწყვეტ რეჟიმში, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად
** ინვენტარიზაციის პროცესში აღმოჩენილი უზუსტობების მომენტალური გადამოწმება შესაბამისი ტექნოლოგიური საშუალებებით (კამერის ჩანაწერი, პროგრამული უზრუნველყოფა).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის მიმართულებით;
** პირველადი მოხმარების და სასურსათო პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა;
** სასაქონლო მარაგების მართვის პროგრამის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება აპექსის მცოდნეს).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@jibe.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, შემდეგი ფორმით: სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტი-რუსთავი.
|
|
|
|