სანოტარო ბიუროში, რომელიც მდებარეობს თბილისში, საბურთალოს რაიონში, გვჭირდება თანამშრომელი, ნოტარიუსის თანაშემწის პოზიციაზე, შემდეგი მოთხოვნებით:
** განათლება: სამართალმცოდნეობა (მინ. ბაკალავრის ხარისხი);
** უცხო ენები: ინგლისური და რუსული (მინიმუმ საკომუნიკაციო დონე);
** გამოცდილება: იურისტად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი სტაჟი (უპირატესობა მიენიჭება სანოტარო სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე პირს);
** უნარ-ჩვევები: კომუნიკაბელური, მოწესრიგებული, პუნქტუალური, ძლიერი ფსიქიკის, სწრაფი ანალიზისა და რეაქციების მქონე, თავშეკავებული;
** ასევე, უნდა ჰქონდეს გუნდურ და სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულმა პირებმა CV (რეზიუმე) გამოაგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე: notaryreception@gmail.com.
შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით თავად.
|