Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=660004&print=yes&view=jobs
 
ოპტიკური ქსელის დაგეგმარების ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპტიკური ქსელის დაგეგმარების ინჟინერი
მომწოდებელი: სქაიტელი
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს.

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას ოპტიკური ქსელის დაგეგმარების ინჟინრის პოზიციაზე.

დასაქმების ადგილი - თბილისი
დაქვემდებარება - საპროექტო განყოფილების ხელმძღვანელი
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ -18:00 სთ. (1 საათი შესვენება)
ანაზღაურება - 1, 500.00 - 2, 00.00 ლარი (კომპეტენციის მიხედვით)
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე (ანაზღაურებადი)

დამატებით სარგებელი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება
** კორპორატიული ნომერი
** FitPass

ფუნქცია-მოვალეობები:

** ინფორმაციის ასახვა მონაცემთა ბაზაში;
** პროექტების შედგენა და მათი ხარჯთაღრიცხვა;
** ქსელის ოპტიმიზაციის დაგეგმარება;
** რეპორტების მომზადება;
** სამსახურებრივ მეილზე შემოსულ წერილებზე მყისიერი რეაგირება;
** სხვადასხვა განყოფილებებიდან შემოსულ დავალებებზე მუშაობა და უკუკავშირი;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების კუთხით
** სამუშაო გამოცდილება - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია სატელეკომუნიკაციო სფეროში
** ცოდნა - კომპიუტერულ ქსელებთან მუშაობის გამოცდილება
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
** VISIO, KMZ, KML, EXEL, WEB, GIS
** სასურველია კომპიუტერული ქსელების, ინტერნეტის და საკაბელო სისტემების მოწყობის ძირითადი პრინციპების ცოდნა

უნარები/შესაძლებლობები:

** ტოპოგრაფიული რუკების კითხვის უნარი
** დაგეგმვისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** მრავალპროფილიანი სამუშაოს შესრულების უნარი
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა
** გუნდური მუშაობის უნარი

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

თუ ეთანხმდებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@Skytel.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და დასაქმების ადგილი - "ოპტიკური ქსელის დაგეგმარების ინჟინერი"

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია