Робота для біженців з України
კონტენტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ მენეჯერი
მომწოდებელი: სარეკლამო სააგენტო სთეფი
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
ციფრული მარკეტინგის სააგენტო "სთეფი" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია/მოვალეობები:

** კრეატიული პოსტების შექმნა ჩვენი პარტნიორი კომპანიებისთვის
** გუნდთან ერთად ახალი იდეების შემუშავება და განხორციელება
** კონტენტის განსაზღვრა და ქოფების დაწერა გაწერილი დედლაინების შესაბამისად

მოთხოვნები:

** წერისა და რედაქტირების ძლიერი უნარები
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარები, გუნდთან ეფექტური მუშაობის უნარი
** კომპანიის სამიზნე აუდიტორიისა და მიზნების ცოდნა
** დროის მენეჯმენტი
** ქოფირაითინგისა და ციფრული მარკეტინგის სფეროებში სწავლისა და განვითარების სურვილის ქონა

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი 10:00-დან 19:00-მდე
** არ არის დისტანციური
** ხელფასი განისაზღვრება 1000 ლარიდან კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე info@stepads.ge.

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე