Робота для біженців з України
ბუღალტერიის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერიის მასწავლებელი
მომწოდებელი: Next Step Academy
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
"Next Step Academy" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერიის მასწავლებლის პოზიციაზე თბილისში (სხვა ლოკაციები არ განიხილება).

პოზიციის აღწერა:

"Next Step Academy" ეძებს ბუღალტერიის მასწავლებელს, თბილისში. მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა შეასწავლოს ბუღალტერია, პროგრამა ორისში მუშაობა. ხოლო ანაზღაურება თითო ჯგუფზე 600 ლარი.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი
** სამუშაო განრიგი: თითო ჯგუფზე კვირაში ორი, საათ-ნახევრიანი ლექცია
** ანაზღაურება: 600 ლარი თითო ჯგუფზე

პოზიციის მოვალეობები:

** სტუდენტებისთვის სასწავლო სილაბუსის შექმნა
** ყოველკვირეული ლექციების ჩატარება
** სტუდენტების პროგრესის მონიტორინგი
** სტუდენტების ტესტირება

საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:

** ბუღალტერიის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი
** სწავლების გამოცდილება სასურველია

პოზიციისთვის საჭირო კომპეტენციები:

** კომუნიკაბელურობა
** კარგი ახსნის უნარი
** შედეგებზე ორიენტირება

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე hr@nextstepacademy.ge-ზე და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე