დასახელება:
სუ-შეფ მზარეული
|
მომწოდებელი:
სასტუმრო კომპლექსი სევსამორა
|
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
|
სასტუმრო კომპლექსი Sevsamora resort & spa, რომელიც მდებარეობს საგურამოში 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი მოწინავე კომპანია სტუმარ-მასპინძლობის სეგმენტში. კომპლექსი მოიცავს სხვადასხვა გასართობ და სარელაქსაციო ზონებს, ისეთი როგორიცაა: ღია და დახურული აუზები, სპა ცენტრი, რესტორნები, მარანი და სხვა.
სასტუმრო კომპლექსი "Sevsamora Resort & Spa" აცხადებს ვაკანსიას სუ შეფ მზარეულის პოზიციაზე.
მდებარეობა: დაბა საგურამო
სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა
სამუშაო პირობები: კომპანია უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და ტრანსპორტირებას.
დამატებითი ბენეფიტი: ფიტპასი, VITA ჯანდაცვის ბარათი და ტექნიკის მაღაზიის ფასდაკლებები..
ძირითადი მოვალეობები:
** მომსახურების მენიუსა და ლოკაციების მიხედვით მენიუების შემუშავება და ზრუნვა მათ მუდმივ განახლებაზე;
** კერძების დემო ვერსიების შექმნა;
** კერძების საკალკულაციო ბარათების მომზადება და მათი მიწოდება ბუღალტერიის და კვებისა სასმელების მენეჯერის განყოფილებისათვის;
** კერძების მომზადება დამტკიცებული საკალკულაციო ბარათების მიხედვით, გაფორმება და მიწოდება სტუმართათვის ხარისხისა (გემო-კვების და ვიზუალური თვალსაზრისით) და დროის სტანდარტის ზედმიწევნით დაცვით.
** კერძების მოსამზადებლად შეძენილი ნედლეულის ხარისხის მუდმივი კონტროლი;
** ნედლეულისა და ნახევარფაბრიკატების დამუშავებისა და შენახვის პირობების ზედმიწევნითი დაცვა;
** სამზარეულოში ნედლეულისა და ნახევარფაბრიკატების აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** სამზარეულოში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნითი დაცვის უზრუნველყოფა;
** სამზარეულოს ტექნიკასა და მოწყობილობებზე ზრუნვა, მათი ექსპლუატაციის პირობების დაცვა;
** სამზარეულოს მარაგების, ნედლეულისა და მასალების, მათი ვადებისა და ვარგისიანობის მუდმივი კონტროლი;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა (მზარეულები, სტიუარტები) გარეგნული იერ-სახისა და დრეს კოდის, სანიტარული და ჰიგიენური სტანდარტების დაცვის მუდმივი კონტროლი და ზედამხედველობა;
პროფესიული მოთხოვნები:
** მნიშვნელოვანია მსგავს პოზიციაზე სასტუმროში მუშაობის გამოცდილება;
** სასტუმროების ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს სპეციფიკაციის ზოგადი ცოდნა;
** პროფესიული განათლება ტურიზმის ან სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
პერსონალური მოთხოვნები:
** მომსახურების სტანდარტების ცოდნა და გაცნობიერება;
** კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევები;
** დაგეგმვისა და ორგანიზების საუკეთესო უნარ-ჩვევები;
** დროის ეფექტური მენეჯმენტის საუკეთესო უნარ-ჩვევები;
** პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისა და კოლეგების მიმართ;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებული, მოტივირებული.
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@sevsamora.ge.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 22.09.2025
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
|
|
|
|