Робота для біженців з України
ბარმენი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარმენი
მომწოდებელი: ibis Tbilisi City
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
ACCOR ჯგუფის წევრი სასტუმრო "ibis Tbilisi City" ეძებს ენერგიულ და პასუხისმგებლობიან ბარმენს, რომელიც ჩვენი სტუმრების გამოცდილებას კიდევ უფრო განსაკუთრებულს გახდის.

შენი როლი იქნება:

** კოქტეილების მომზადება
** ბარის ატმოსფეროს მხარდაჭერა
** შეკვეთებისა და გაყიდვების მართვა
** სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა

რა გჭირდება წარმატებისთვის:

** სამუშაო გამოცდილება ბარის ან ჰოსპიტალიტის სფეროში
** კომუნიკაბელურობა და პოზიტიური განწყობა
** პასუხისმგებლობა და სიზუსტე
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ACCOR-ის სასტუმროების ფასდაკლების ბარათს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** უფასო კვებას სამუშაო საათებში
** ტრენინგებსა და განვითარების შესაძლებლობებს
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა თბილისი, სასტუმრო ibisi Tbilisi city, ვ. წითლანაძის ქუჩა N1
** სამუშაო განრიგი: გრაფიკი 5/2 - 9 საათიანი გრაფიკი (1 საათი შესვენება)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.ibis@hpm.ge. სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ "ibis Tbilisi City " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოხსენებულ ელფოსტაზე.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე