Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=659947&print=yes&view=jobs
 
კაფეტერიის მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კაფეტერიის მზარეული
მომწოდებელი: სასტუმრო აფიშა
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
სასტუმრო "აფიშა", ეძებს გუნდის წევრებს, რომლებიც სასტუმროს სხვა თანამშრომლებთან მჭიდრო თანამშრომლობით, სასიამოვნო გარემოს და დაუვიწყარ გამოცდილებას შეუქმნის სტუმრებს.

სასტუმრო "აფიშა" სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით.

სასტუმრო "აფიშა" აცხადებს ვაკანსიას კაფეტერიის მზარეულის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** წინასწარ შეთანხმებული მენიუს მიხედვით კერძების მომზადება;
** დიდი მოცულობის პორციების მომზადება სტაბილური გემოსა და ხარისხის შენარჩუნებით;
** შეკვეთების შესრულება მაღალი ხარისხით, რეცეპტების შესაბამისად;
** კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;
** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან მჭიდრო კოორდინაცია და კოლაბორაცია;
** სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საკვების უსაფრთხოების და სანიტარული ნორმების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: careers@hotelafisha.com. ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "მელიქიშვილი ინნმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია