დასახელება:
იურისტი
|
მომწოდებელი:
აი ვი ეფ ტურს ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
|
სამედიცინო ტურიზმის სააგენტო "IVF TOURS GEORGIA" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: სულხან ცინცაძის ქუჩა #23
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-17:30 სთ;
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ცოდნა:
** უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
** ინგლისური ენის მაღალი დონე (B2-C1);
** კომპიუტერული უნარები;
** სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება.
ვაკანტური პოზიციის ძირითადი სამუშაო აღწერა:
** იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება, მართვა და სამართლებრივი გამართვა, მათ შორის ინგლისურ ენაზე;
** ნოტარიული კონტრაქტებისა და მინდობილობების დაგეგმვა და მართვა;
** სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებებთან, პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონებისა და რეგულაციების მონიტორინგი, სამართლებრივი რისკების შეფასება და მართვა;
** სუროგაციისა და დონაციის პროცესთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადება, კონტროლი და პარტნიორ იურიდიულ კომპანიასთან შეთანხმება;
** პაციენტებისთვის, პარტნიორებისთვის და თანამშრომლებისთვის საჭირო იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** კომპანიის იურიდიული დოკუმენტაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და მართვა;
** პარტნიორ იურიდიულ კომპანიასთან აქტიური კომუნიკაცია და მათი მითითებების შესრულება.
პიროვნული უნარები:
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური აზროვნება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV გადმოგვიგზავნოთ ელფოსტით, შემდეგ მისამართზე: info@reproart.ge, განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 15 სექტემბერი, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ რეზიუმეს წარდგენა გულისხმობს, პერსონალური მონაცემების სამედიცინო ტურიზმის სააგენტო IVF TOURS GEORGIA-ას გადაცემას და თანხმობის განცხადებას აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის თაობაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|