Робота для біженців з України
ფარმაცევტ-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფარმაცევტ-კონსულტანტი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
კომპანია "პსპ ფარმა" აცხადებს ფარმაცევტ-კონსულტანტის ვაკანსიას თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის ზარებზე და ელექტრონულ შეტყობინებებზე პასუხი და კონსულტირება;
** კომპანიის ბაზაში არსებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მოძიება და მომხმარებლის კონსულტირება;
** მომხმარებლისგან მიღებული შენიშვნების აღრიცხვა, რეკლამაციის ფორმის შევსება და მიწოდება ხელმძღვანელისთვის;
** მოთხოვნადი დეფიციტური მედიკამენტების ანალიზი და ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელისთვის;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტში;
** დეფიციტური მედიკამენტების მოძიება და ასორტიმენტის სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება (გადატვირთვა).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფარმაცევტული ან სამედიცინო მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა.

უნარები და პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** დელიკატურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** თავაზიანობა და მოსმენის უნარი;
** ამომწურავი კონსულტაციის გაწევის უნარი;
** ყურადღების გადანაცვლების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 5 სექტემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე