Робота для біженців з України
ლოგისტიკის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკის სპეციალისტი
მომწოდებელი: ვენგო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
"ვენგო ჯგუფი" აერთიანებს სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებს. ჯგუფის წევრი სატრანსპორტო კომპანია 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც საერთაშორისო გადამზიდავი.

"ვენგო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. ვაკე
სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-18:00
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა

მოვალეობები:

** პროდუქციის გადაზიდვის ფასთა გამოკითხვა, მიწოდების ვადების კონტროლი;
** გადაზიდვების ეფექტური ორგანიზება და განხორციელება;
** პარტნიორთა ბაზის მუდმივი განახლება და გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარება;
** სააღრიცხვო - საანგარიშო ინფორმაციის მომზადება;
** დოკუმენტების მენეჯმენტი - ფასის და სხვა პირობების შეთანხმება, დაკონტრაქტება;
** აქტივობების და მონაცემების სისტემაში შეყვანა და ასახვა.

მოთხოვნები:

** აუცილებელია თურქული, ასევე ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** სატრანსპორტო სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ , გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე m.kondaridze@vengo.ge; გთხოვთ, სათაურის ველში "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "ლოგისტიკის სპეციალისტი";

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე