Робота для біженців з України
უმცროსი იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი იურისტი
მომწოდებელი: X2 Group
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
შპს "იქსორი" აცხადება ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

ვეძებთ მონდომებულ, მიზანსწრაფულ ადამიანს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს
გუნდს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება და მართვა ;
** ხელმძღვანელის დავალებით სხვადასხვა სახის სამართლებრივი მოვალეობების შესრულება;
** საჯარო რეესტრში განცხადების ელექტრონულად წარდგენა და მართვა;
** სამართლებრივი დოკუმენტაციის გაფორმების შესახებ ინფორმაციის მიწოდება კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** იურისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სამოქალაქო სამართლის მიმართულებით);
** საჯარო რეესტრის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ან/და სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიაში სამუშაო გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** MS office -ის ცოდნა;
** კარგი ვერბალური და წერითი უნარ-ჩვევები;
** ხელშეკრულებაზე და სხვა სახის სამართლებრივ დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:

** სამართლებრივი წერის მაღალი კულტურა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** გამორჩეულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

რეზიუმეების მიღების ვადა: 2025 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.

გამოაგზავნეთ თქვენი CV hr@x2.ge-ზე, სათაურში მიუთითეთ: უმცროსი იურისტი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე