დასახელება:
1 თვიან დასაქმების პროექტი - Book Fairs
|
მომწოდებელი:
English Book Education
|
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
|
"English Book Education" 2007 წელს დაარსდა და ერთ სივრცეში აერთიანებს გამომცელობას, წიგნების დისტრიბუციას, განათლების მენეჯმენტს, საერთაშორისო გამოცდებს (Pearson and TOEFL), ინგლისური ენის სწავლებას, უმაღლეს განათლებას, სასკოლო განათლებასა და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ცენტრს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო გამომცემლობებთან, როგორიცაა Macmillan Education, Pearson Education, National Geographic Learning, Oxford University Press და Cambridge University Press.
"English Book Education" სტუდენტებს სთავაზობს 1 თვიან დასაქმების პროექტს - Book Fairs.
პროექტის პერიოდი: 01-30 სექტემბერი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
ანაზღაურება: 700 ლარი (ნეტ.)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შეკვეთილი სახელმძღვანელოების (ინგლისური/მათემატიკა) რეალიზაცია/გაცემა პარტნიორ სკოლებში;
** სალარო აპარატთან მუშაობა;
** გაცემული სახელმძღვანელოს პროგრამაში ასახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** პროექტის დაწყების პირველი კვირა სრულიად დაეთმობა ტრენინგებს, სადაც სტუდენტებს შეასწავლიან ყველა საჭირო დეტალს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: hr@englishbookeducation.com და სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "Book Fairs".
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
|
|
|
|