დასახელება:
დიასახლისი
|
მომწოდებელი:
DHL
|
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 31 აგვისტო
|
DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა, კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე გორში.
განაკვეთი: ნახევარი (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-14:00)
ანაზღაურება: 300 ლარი.
ძირითადი მოვალეობები:
** სერვის-ცენტრის საერთო სისუფთავის უზრუნველყოფა;
** იატაკის ყოველდღიური წმენდა;
** მტვრის მოცილება ავეჯიდან და სამუშაო ზედაპირებიდან;
** სამზარეულოს კუთხის მოწესრიგება და ჭურჭლის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** სანიტარული კვანძის წმენდა და ჰიგიენური საშუალებების შევსება და კონტროლი;
** ნაგვის ყოველდღიური გატანა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია ამ მიმართულებით გამოცდილება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 31 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: career@dhl.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას " DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. " DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა" -ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
|
|
|
|