დასახელება:
კომერციული მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Industrial Point
|
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
|
"ინდუსთრიალ ფოინთი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული მენეჯერის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, თორნიკე ერისთავის N32
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00, შაბათ-კვირა დასვენება, ყველა ოფიციალური დასვენების დღეს დასვენება
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის კომერციული სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა;
** ახალი პარტნიორების მოძიება, მოლაპარაკებების წარმართვა და თანამშრომლობის გაფორმება;
** ბიზნესის განვითარების მიმართულებით ინიციატივების შეთავაზება და შესაბამისი პროექტების მართვა;
** გაყიდვების გეგმის შედგენა და შესრულების კონტროლი;
** ბაზრისა და კონკურენტული გარემოს კვლევა და ანალიზი;
** ინოვაციური მიდგომებისა და ეფექტური ინსტრუმენტების დანერგვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, მენეჯმენტის ან მარკეტინგის მიმართულებით);
** კომერციული მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვისა და ბიზნესის განვითარების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
** ანალიტიკური აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
** უცხო ენების ცოდნა (სასურველია ინგლისური/რუსული).
პიროვნული თვისებები:
** სტრატეგიული ხედვა და ინოვაციური მიდგომა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ადაპტაციის უნარი;
** ლიდერული და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: Industrialpoint0@gmail.com.
|
|
|
|