დასახელება:
ყვარლის ღვინის გვირაბის რესტორნის მენეჯერის მოადგილე
|
მომწოდებელი:
მეღვინეობა ხარება
|
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
|
უმაღლესი კლასის რესტორანი "ხარება", რომელიც მდებარეობს ყვარელში, ტურისტული კომპლექს გვირაბის ტერიტორიაზე, მთაზეა განთავსებული. იგი წარმოადგენს არქიტექტურულ ნიმუშს, რომელშიც არის გამოყენებული თანამედროვე და კლასიკური ქართული არქიტექტურული ელემენტები და მაქსიმალურად არის შერწყმული ბუნებასთან. რესტორნის ვერანდა და სამსართულიანი კოშკიდან გადაშლილი ალაზნის ველის შთამბეჭდავი ხედი ტურისტულ კომპლექსს დასვენების საუკეთესო ადგილად აქცევს.
შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას ყვარლის ღვინის გვირაბის რესტორნის მენეჯერის მოადგილის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: კახეთი, ყვარელი;
სამუშაო გრაფიკი: 6 დღიანი სამუშაო კვირა;
ანაზღაურება- გამოსაცდელ პერიოდში 3000 ლარი, შემდეგ 3500 ლარი;
ძირითადი მოვალეობები:
** რესტორნის ოპერირების პროცესებში ჩართულობა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, მიცემული დავალებების შესრულება როგორც სტუმრებთან ურთიერთობის, ასევე ტექნიკური საკითხებთან დაკავშირებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სარესტორნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** შრომის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
** დოკუმენტაციის წარმოების უნარი.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე: vacancy@winerykhareba.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "რესტორნის მენეჯერის მოადგილე".
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|