Робота для біженців з України
ჰორეკა უფროსი სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჰორეკა უფროსი სუპერვაიზერი
მომწოდებელი: ენგადი
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას ჰორეკა უფროსი სუპერვაიზერის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** მსხვილ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების მართვა
** ჰორეკა საბაზრო სეგმენტის რეგულარული მონიტორინგი გაყიდვების ზრდის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის მიზნით;
** პარტნიორებთან შეთანხმებული კომერციული პირობების შესრულების კონტროლი და კომპანიის ERP სისტემაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების უზრუნველყოფა;
** რესურსების ეფექტური გამოყენებით, გაყიდვების საერთო სტრატეგიასთან თანმხვედრი გაყიდვების მასტიმულირებელი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება კლიენტებთან;
** კლიენტებთან ვიზიტების დაგეგმვა, განხორციელება და პროდუქტების, გაყიდვების სტრატეგიისა და მარკეტინგული აქტივობების პერიოდულობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მიზნობრივ არეალში, კონკურენტების აქტივობების მონიტორინგი და ანალიზი, შედეგების გაუმჯობესების შესაძლებლობების აღმოჩენა და რეკომენდაციების მომზადება ხელმძღვანელისთვის;
** გაყიდვების რეგულარული ანალიზი კლიენტების, პროდუქტებისა და პერიოდების ჭრილში; გადახრების ანალიტიკა და მიზეზების იდენტიფიცირება;
** დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის მართვა - სამუშაო გეგმების და ინსტრუქციების მიცემა, შესრულების კონტროლი და შეფასება.
** გაყიდვების დაგეგმარებაში მონაწილეობა, დაქვემდებარებული საბაზრო სეგმენტის პირველადი გეგმების შემუშავება, არგუმენტირებული პროექტის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია FMCG, საცალო ვაჭრობის, ან მონათესავე სფეროში იგივე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია FMCG სფეროში კლიენტების შესახებ მკაფიო წარმოდგენა და ურთიერთობის პრაქტიკული გამოცდილება;
** აუცილებელია კლიენტებთან მოლაპარაკებების და ურთიერთობის მენეჯმენტის ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office.

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის ძლიერი უნარი;
** ანალიტიკური უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ინიციატივიანი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე: HR@bakhmaro.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე