დასახელება:
უმცროსი AML ოფიცერი
|
მომწოდებელი:
სვის კაპიტალი
|
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
|
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ"-ი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი AML ოფიცრის პოზიციაზე.
თუ ხართ მოტივირებული, დეტალებზე ორიენტირებული და გსურთ, გახდეთ AML და შესაბამისობის ჯგუფის წევრი, შეიძინოთ გამოცდილება და ცოდნა, ეს გამოწვევა თქვენთვისაა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის კლიენტების იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის/სქრინინგის პროცესის მონიტორინგი;
** მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების იდენტიფიკაცია/გამოვლენა და ანგარიშგება მოქმედი რეგულაციების შესაბამისად;
** ფინანსური მონიტორინგისთვის მიწოდებული ანგარიშგებების ჟურნალის წარმოება და მისი მუდმივი განახლების უზრუნველყოფა;
** არსებული კანონებისა და რეგულაციებისთვის მუდმივი თვალყურის დევნება;
** სხვა დაკავშირებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლიანობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** ინგლისური და ენის B1 დონეზე ცოდნა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი - არასტანდარტული, მცოცავი გრაფიკი;
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "უმცროსი AML ოფიცერი"
|
|
|
|