Робота для біженців з України
მძღოლ-ექსპედიტორი - გურჯაანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-ექსპედიტორი
მომწოდებელი: სანტე ჯი ემ თი პროდუქტების პარტნიორი კომპანია
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
შპს "სანტე ჯი ემ თი პროდუქტების პარტნიორი კომპანია" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: გურჯაანი
განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა;
** სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალების წინასწარ პალეტიზებული პროდუქციით დატვირთვა და ბორტზე სწორად განლაგება (დამხმარე პერსონალთან ერთად);
** სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალებით პროდუქციის ქსელში გადატვირთვა/ჩამოტვირთვა (დამხმარე პერსონალთან ერთად) და პასუხისმგებელი პირისთვის ჩაბარება ზედნადების საფუძველზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** C კატეგორიის ავტომობილის მართვის მოწმობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com. გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - მძღოლ-ექსპედიტორი.

კითხვების შემთხვევაში ან აპლიკაციის შესავსებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე - 591 12 83 61 ან 032 2 241 241.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2025 წლის 20 სექტემბერი

გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე